კვირა 17, თებერვალი 2019

დაჭრილ ჯარისკაცს ოპერაცია უტარდება

22, იანვარი 2019 20:59:00

ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე დაჭრილ ჯარისკაცს, ამ წუთებში ''მედცენტრში'' ოპერაცია უტარდება. მედიკოსების განმარტებით, ტრავმული შოკის გამო, პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. 

''ჩაუტარდა ქირურგისა და ტრავმატოლოგის კონსულტაციები. გადაღებულია რენდგენოგრაფია გულმკერდის, წინა მხრისა და მხრის. ამ ეტაპისთვის პაციენტი გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. შემოვიდა ტრავმული შოკით. გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ემერჯენსის ექიმმა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადამ, 25 წლის სამხედრო მოსამსახურე, კლინიკაში რამდენიმე საათის წინ შეიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, ჯარისკაცს ​ნაფლეთოვანი ჭრილობა ხელის არეში აქვს. არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

ცოტა ხნის წინ, მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

984

დღის ამბები