ხუთშაბათი 25, აპრილი 2019

სავარაუდოდ H1N1 ვირუსით ახალგაზრდა გარდაიცვალა

22, იანვარი 2019 18:53:00

ტრაპიზონის კლინიკაში ბათუმიდან გადაყვანილი 33 წლის კაცი გარდაიცვალა, ის მანამდე ბათუმის რეფერალურ საავდმყოფოში გრიპის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ოჯახის მოთხოვნით ის ტრაპიზონში გადაიყვანეს. იყო თუ არა დიაგნოზი H1N1 ან რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

საკითხზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ რეფერალურ საავდმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში. გვეუბნებიან, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა. რეფერალურ საავადმყოფომდე, პაციენტმა სამედიცინო მომსახურება ინფექციურ საავდმყოფოში მიიღო. სადაც აცხადებენ, რომ ის სასწრაფომ შეიყვანა,მას გაეწია მომსახურება და დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობის კურსი, პაციენტის შემდგომი მდგომარეობის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ.


დღის ამბები