კვირა 17, თებერვალი 2019

23 წლის ქართველი მეზღვაური გემიდან 7 იანვარს გაუჩინარდა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

20, იანვარი 2019 21:40:00

23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე, მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, 7 იანვარს გაუჩინარდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ქართველი მეზღვაურის ძებნის პროცესში ჩართულია გემთმფლობელი კომპანიაც.

გემი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ეკუთვნის. 

" ქართველი მეზღვაურის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 16 იანვარს შემოვიდა. ჩვენ მყისიერად ვიმოქმედეთ და შევატყობინეთ ყველა მხარეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო სააგენტო აქტიურად მუშაობს. გემთმფლობელის წარმომადგენელი დღეს ლიბიაში ჩავიდა. ყველა ზომა გატარდება იმისათვის, რომ ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი დავადგინოთ'' - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გემი ამ ეტაპზე მისურატას ნავსადგომში დგას. 


დღის ამბები