ხუთშაბათი 25, აპრილი 2019

ლუგარის ლაბორატორია - მითები და რეალობა

20, იანვარი 2019 19:45:00

H1N1 ვირუსის შემთხვევების გახშირებასთან ერთად, საქართველოში დეზინფორმაციული მანქანაც გააქტიურდა. ალბათ, თქვენც არაერთხელ შეხვედრიხართ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში და არამარტო, იმის შესახებ, რომ ეს და სხვა ვირუსები, ლუგარის ლაბორატორიიდან ვრცელდება. არამარტო გრიპის, არამედ სხვა ვირუსებისა და ბიოლოგიური იარაღის დამზადების შესახებაც კი, ინფორმაციას უკვე წლებია ავრცელებენ რუსული მედიასაშუალებები და ამ ქვეყნის ოფიციალური პირები.

ლაბორატორიის  შესახებ ცრუ  და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაში ჩართულები არიან პრორუსული ქართულენოვანი გამოცემებიც. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია, ამერიკელების მიერ თბილისში აშენებული ლაბორატორიის შესახებ მარტივად მოსაძიებელია. ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის გაიღო  ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის სტანდარტებით აღჭურვილი ლუგარის ცენტრის კარები და ახლა ფირუზ ბოლქვაძე და სულიკო დოლიძე გიამბობთ რეალურად რა ხდება ამ ლაბორატორიაში. 

817

დღის ამბები