კვირა 17, თებერვალი 2019

კარბამიდის ტერმინალის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა შეკითხვებს უპასუხეს

18, იანვარი 2019 21:40:00

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის საკითხი განიხილეს დღეს ბათუმის მერიაში. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც კითხვები ჰქონდათ დეპუტატებსაც. შეხვედრას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. აქტიურობდნენ პროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასუქების გადატვირთვა ქალაქისა და ადამიანებისთვის დამაზიანებელ ეკოლოგიურ შედეგებს მოიტანს. ამ აზრს არ იზიარებენ კომპანია Wondernet Express-ის წარმომადგენლები.

ირწმუნებიან რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იქნება და რაც მთავარია მინერალური სასუქი ატმოსფეროსა და წყალში ვერ მოხდება, რადგან პროექტი დახურული საწყობების მოწყობას ითვალისწინებს.

დღეს ერთ-ერთმა ეკონომიკურმა ექსპერტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ბათუმში ამ ტერმინალის აშენების წინააღმდეგ გამოსული ზოგიერთი ადამიანი რუსეთის ინტერესებს ატარებდეს, რადგან სწორედ რუსეთი დაკარგავს სერიოზულ მოგებას. „ამ პროექტით ბათუმის პორტი კონკურენციაში შევა რამდენიმე პორტთან, მათ შორის რუსეთის პორტებთან“ აცხადებს ბათუმის მერი, თუმცა ლაშა კომახიძე პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს.


დღის ამბები