ხუთშაბათი 25, აპრილი 2019

სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის და ჭყონდიდის მიტროპოლიტის დაპირისპირება

18, იანვარი 2019 18:26:00

დაპირისპირება ეპისკოპოსებს  შორის... სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, ეკლესიის წინააღმდეგ მოღვაწეობაში ღიად ადანაშაულებს, მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე ცილისმწაბელურ განცხადებებს აკეთებს და ღიად ებრძვის პატრიარქს, მეუფე პეტრე კრიტიკას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მეუფე სპირიდონი „ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში და საბჭოურადაც აზროვნებს“.  მან თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მეუფე სპირიდონს არ დაუფიქსირებია თავისი აზრი ე.წ. ციანიდის საქმეზე.  

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საეკლესიო სასამართლოს მოწვევას ითხოვს, რომელზეც უნდა განიხილონ მეუფე სპირიდონის ქმედებები. 


დღის ამბები