კვირა 17, თებერვალი 2019

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

18, იანვარი 2019 18:40:00

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენი არიან „ყაზტრანსგაზის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები. უწყების ცნობით, მათ გაზგაყვანილობის სისტემა  არაჯეროვნად შეამოწმეს. გამოძიება გრძელდება.

დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა,  რომელთა დასკვნის საფუძველზე უნდა გამოიკვეთოს აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი. კორპუსის მშენებელი კომპანია მომხდარზე პასუხისმგებლობას ყაზტრანსგაზს აკისრებს.

გაზის მიმწოდებელ კომპანიას მორალური და ფინანსური ზიანის ანაზღაურებას სთხოვს მოსახლეობა და ისინი სამართლებრივ დავას იწყებენ. ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებებს დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ადრესატი - კახი კალაძე. 


დღის ამბები