ხუთშაბათი 25, აპრილი 2019

ქობულეთი ნაგავსაყრელის გარეშე

18, იანვარი 2019 21:10:00

ქობულეთის სანდასუფთავება დაჩქარებული წესით, მომსახურების შესყიდვას ითხოვს - საქმე ეხება ქობულეთიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. ამ დროისთვის ნარჩენები ოზურგეთში გააქვთ.

გასულ წელს, კი ჩაქვის მონაკვეთიდან ნარჩენების ყოველდღიური გატანა ბათუმის  მიმართულებითაც მიმდინარეობდა. როგორც ადგილობრივ მერიაში ამბობენ, აქამდე მომსახურებას მოლაპარაკების საფუძველზე უსასყიდლოდ უწევდნენ.

ახლა კი ქობულეთს ბათუმისთვის სავარაუდოდ ფულის გადახდა მოუწევს. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქობულეთში, ზღვის სეზონზე პრობლემებს ელიან. 


დღის ამბები