პარასკევი 18, იანვარი 2019

მოქალაქეებს მუნიციპალური ავტობუსების მუშაობის გრაფიკით უკმაყოფილოები არიან

12, იანვარი 2019 15:59:00

ნომერ “ 7 ა“ ავტობუსის მომსახურებით მგზავრები უკამაყოფილოები არიან. მათი განცხადებით ცხრის ნახევრიდან მძღოლები სამუშაოს ასრულებენ და მათ სხვა ტრანსპორტით გადაადგილებას ურჩევენ , რაც დამატებით დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. აღნიშნულს მძღოლებიც ადასტურებენ. პრობლემას იცნობენ ბათუმის ავტოტრასნპორტშიც, უწყებაში განამრტავენ რომ ღამის საათებში მგზავრთა რაოდენობა შემცირებულია, რის გამოც პირველი ავტობუსი  21 საათზე ასრულებს  ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ხოლო ბოლო ავტობუსი 23 საათის შემდეგ. ავტოტრანსპორტში ხარვეზის გამოსწორებას გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ აქვთ.

ქალაქის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში 118 ავტობუსი გადაადგილდება.

386

დღის ამბები