პარასკევი 18, იანვარი 2019

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ ბილწსიტყვაობა არ შეესაბამება ქართულ კულტურას და კანონმა უნდა დაარეგულიროს

12, იანვარი 2019 15:41:00

ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატივას, რომელზეც გუშინ პრეზიდენტმა ისაუბრა, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.  ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, ასევე სოციალურ ქსელებში. მისი თქმით ბილწსიტყვაობა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა, რაც არ შეესაბამება ქართულ კულტურას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტის პირველი გამოსვლაც შეაფასა, მისი თქმით  სალომე ზურაბიშვილმა თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას.

423

დღის ამბები