პარასკევი 18, იანვარი 2019

ტექდათვალიერების შედეგად შემოწმებული ავტოპარკის 35 პროცენტი დაიწუნეს

11, იანვარი 2019 21:12:00

წლის ბოლომდე საქართველოში არსებულმა ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ უნდა გაიაროს ტექნიკური დათვალიერება. ინსპექტირება ეტაპობრივად, ავტომობილის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით მიმდინარეობს, ანუ იანვარში რეგისტრირებული ავტომობილების მძღოლებმა, იანვარში უნდა მიაკითხონ ინსპექტირების ცენტრებს.

ამ ეტაპზე ინსპექტირება არ ეხება იმ მსუბუქ ავტომობილებს, რომლებიც 2016 წლიდანაა გამოშვებული. იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირები, არ მიმართავენ ტექნიკური დათვალიერების ლიცენზირებულ ცენტრს, ან აღმოჩენილ დარღვევას ერთ თვეში არ გამოასწორებენ, ისინი 50 ლარით დაჯარიმდებიან.

რამდენად ხშირად და რა ტიპის დარღვევები ფიქსირდება შემოწმებისას ბათუმში? თამუნა ხოზრევანიძე მოგვიყვება. 


დღის ამბები