პარასკევი 18, იანვარი 2019

კლდის ჩამოშლის გამო სოფელ მახალაკიძეებში განსახლებას ან კომპენსაციას ითხოვენ

11, იანვარი 2019 21:07:00

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ, 2-წლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა საპროტესტო აქციები განაახლოს. ამის შესახებ ის 40-მდე ოჯახი აცხადებს, რომლებიც განსახლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ჰესისთვის კაშხლის მშენებლობა დასრულდა, თუმცა მათთვის შექმნილი პრობლემები გრძელდება.

ირწმუნებიან, რომ სწორედ ჰესისთვის განხორციელებული სამუშაოების შედეგია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურება, წყლების დაშრობა და სახლების დაბზარვა.

სამუშაოებსა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის კავშირს უარყოფენ „აჭარისწყალი ჯორჯიაში,“ კომპანიაში მათ მიერვე ჩატარებულ გეოლოგიურ კვლევებს იშველიებენ. ადგილობრივი მთავრობა კი მოქალაქეებს კვლავ 25000-ლარიან პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.


დღის ამბები