კვირა 24, მარტი 2019

EMC შსს-ს სასამართლოში ედავება

11, იანვარი 2019 15:05:00

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის ასლანბეკ დადაევისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის.  ი-ემ-სი ში მიაჩნიათ, რომ უარის თქმის საფუძველი სასაზღვრო პოლიციას არ ჰქონდა.

გარდა ამისა საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.

ორგანიზაციაში  აცხადებენ,რომ დადაევი საქართველოში 2018 წლის 7 ნოემბერს არ შემოუშვეს მანამდე კი ის რეპორტაჟს ამზადებდა პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე.

428

დღის ამბები