კვირა 24, მარტი 2019

The New York Times ამერიკელებს ურჩევს 2019 წელს ბათუმი მოინახულონ

11, იანვარი 2019 11:45:00

გავლენიანი გამოცემა ბათუმის შესახებ. The New York Times-ი ბათუმს 2019 წელს მოსანახულებელ ტურისტულ ადგილებს შორის ასახელებს.  ,,თბილისი, საქართველოს მიმზიდველი დედაქალაქი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტების ნაკადს ვერ აუდის. მაგრამ ბათუმი, წყნარი ზღვისპირა ქალაქი, სადაც მწვანე მთები შავი ზღვის ქვიან სანაპირომდეა გადაჭიმული, სხვაგვარ შთაბეჭდილებას გვთავაზობს“ - ნათქვამია სტატიაში.

ასევე ვკითხულობთ,  რომ ,,სამომავლოდ ქალაქში ახალი სასტუმროები გაიხსნება,  საბაგირო  გზა კი  პირდაპირ სანაპიროდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის გორაკამდე გაგასეირნებთ“. ხაზგასმითაა სტატიაში აღნიშნული  ქართული მეღვინეობა.

519

დღის ამბები