კვირა 24, მარტი 2019

ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა ხულოში

11, იანვარი 2019 11:05:00

ხულოს მერია წელს ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მატერიალური დახმარების პროგრამისთვის 55 ათას ლარს დახარჯავს.    

ბენეფიციარებმა საჭირო დოკუმენტაცია მერიაში უნდა წარადგინონ. ამჟამად შესაბამის ბაზაში 48  ბავშვია რეგისტრირებული. მერიაში ამბობენ, რომ  საჭიროების შემთხვევაში თვითმმართველობა ბიუჯეტის ცვლილების დროს  დაფინანსებას გაზრდის.