კვირა 24, მარტი 2019

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი: ამბულატორიებში პაციენტთა მიმართვიანობამ იკლო

11, იანვარი 2019 12:06:00

გრიპის ვირუსის გამო სამედიცინო კლინიკებში  პაციენტების მიმართვიანობამ იკლო - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრში. უწყების ინფორმაციით, სტაციონარებში 200-მდე პაციენტი  ისევ რჩება, თუმცა ამბულატორიებში პაციენტების რაოდენობა თითქმის განახევრდა. ამბულატორიებში, სამუშაო საათები დღესაც 20 საათამდეა გახანგრძლივებული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს  რეკომენდაცია. მათი განცხადებით,   ,,ტამიფლუს“ მისაღებად აუცილებელია აფთიაქებში რეცეპტის და კონკრეტული სეგმენტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

გრიპის ვირუსის გამო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდა და 21 იანვარს განახლდება. ასევე 21 იანვარს განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები ბაღებსა და სკოლებში.  რაც შეეხება კერძო სკოლებსა და ბაღებს, ისინი სწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.


დღის ამბები