პარასკევი 18, იანვარი 2019

''დაინახე ყველაფერი'' - შეზღუდული შესალებლობის მიმართ არსებული სტიგმა შემცირდა

19, დეკემბერი 2018 18:01:00

მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელმაც შშმ პირების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო საზოგადოებაში არსებული სტიგმის პროცენტულმა მაჩვენებელმა კი საგრძნობლად იკლო... 2 წლიანი კამპანია დაინახე ყველაფერის ეგიდით ჩატარებული მრავალმხრივი აქტივობების მიზანი, საზოგადოების ინფორმირებულობა იყო.

კამპანიაში ჩართულები იყვნენ ექიმები, მასწავლებლები, შშმ პირების მშობლებთან მათი კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად, გაიმართა ონლაინ-კამპანია სადაც შშმ პირები ან მათი ახლობლები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. 

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ შეაჯამა. ფონდის კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ატარებს სტიგმას ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვის მქონე ბავშვების მიმართ.

რაც აფერხებს მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას, შემდგომში კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარიყვას იწვევს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.


დღის ამბები