პარასკევი 18, იანვარი 2019

16 წლამდე გოგონასთან სექსუალური კავშირის 153 შემთხვევა ბოლო 9 თვეში

19, დეკემბერი 2018 18:18:00

მიუხედავად კლების ტენდენციისა, საქართველოში ადრეული ქორწინება კვლავ პრობლემაა. ბოლო 9 თვეში 16 წლამდე გოგონასთან სექსუალური კავშირის 153 შემთხვევა დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება ჩვენს ქვეყანაში კანონით ისჯება.

ცნობისთვის, 2016 წელს გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც,16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17 პროცენტი 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა.

რა პრევენციული ღონისძიებები იგეგმება 2019 წელს ადრეული ქორწინების შემცირებისთვის და რა რეკომენდაციები აქვთ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს.


დღის ამბები