პარასკევი 18, იანვარი 2019

არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი

19, დეკემბერი 2018 18:05:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ მიცემულია 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 28 ნოემბერს და შემდგომ პერიოდში პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე.

სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყდა გამოძიება, მათ შორის ბათუმში მომხდარ სამ  ფაქტზე: საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორ შემთხვევაზე და ასევე  ბათუმში საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე.

431

დღის ამბები