ოთხშაბათი 20, მარტი 2019

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა

16, დეკემბერი 2018 21:15:00

პრეზიდენტის რანგში პირველად სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა, რომელიც ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად დღეს ჩამოვიდა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ასევე ჩამოვიდნენ ლიეტუვის სეიმის მარშალი ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა და სხვა სტუმრები. საქართველოს 55 ქვეყნიდან 150-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა.

712

დღის ამბები