კვირა 16, დეკემბერი 2018

ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭომ მყარი ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე იმსჯელა

07, დეკემბერი 2018 12:13:00

მყარი ნარჩენების მართვის მუნიციპალური გეგმის შესახებ იმსჯელეს ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე. საუბარი შეეხო  ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, რაც ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

შპს ''სანდასუფთავების'' სამსახურში აცხადებენ, რომ პროცესისთვის მზადება დაწყებულია და პირველ ეტაპზე, ნაგავსაყრელის მშენებლობამდე ნარჩენებს სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში დაახარისხებენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე. მრჩეველთა საბჭოს დღის წესრიგში ლანდშაფტური დაგეგმარების საკითხი, ასევე განიხილეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი. საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით. 

702

დღის ამბები