კვირა 16, დეკემბერი 2018

უცხოეთის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ცხრა დღიანი ვადა აქვთ

07, დეკემბერი 2018 11:44:00

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია - გადაწყვეტილება პლენუმმა დღეს მიიღო. 

შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მორატორიუმი, ძალადაკარგულად გამოცხადდა. 

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ 16 დეკემბრამდე ძალაში, რადგან მოსამართლეებმა კონსტიტუციის ძველ ვერსიაზე იმსჯელეს. 

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც ისევ ზღუდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ცხრა დღიანი ვადა აქვთ.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

პლენუმმა გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილება 2012 და 2014 წლებში უკვე აქვს მიღებული. 


დღის ამბები