კვირა 16, დეკემბერი 2018

დაპირისპირება და ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან

06, დეკემბერი 2018 21:10:00

დაპირისპირება და ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან. ერთმანეთს მოკლული პოლიციელისა და მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები დაუპირისპირდნენ. საქმე ეხება მიმდინარე წლის ივნისში მომხდარ ფაქტს, როდესაც მუხაესტატეს პოლიციის უფროსი სასიკვდილოდ დაჭრეს დანით.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მათი გაღიზიანება ბრალდებულის ნათესავების გამოჩენამ გამოიწვია. ცნობისთვის, ისინი თანასოფლელები არიან. დაპირისპირების გამო დღეს სასამართლო პროცესი დაიხურა, არსებითი განხილვა ხვალაც გაგრძელდება.

მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებულია. იგი სასამართლოს წინაშე ჯერ არ გამოუკითხავთ


დღის ამბები