კვირა 16, დეკემბერი 2018

შეიცვლება თუ არა თავდაცვის მინისტრი?

06, დეკემბერი 2018 18:35:00

ტოვებს თუ არა თანამდებობას ლევან იზორია? თავდაცვის მინისტრმა გავრცელებული ინფორმაცია დღეს უარყო. უფრო მეტიც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და უწყების ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა.  

ლევან იზორიას მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, იმერეთის გუბერნატორი, გენერალი შავლეგო ტაბატაძე შეცვლის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს.

ლევან იზორიას მიერ თანამდებობის დატოვების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. შეიარაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით 3-ი სამხედროს დაკავებას, ჩხოროწყუში პოლიციის უფროსის ოჯახიდან აფხაზური აქციზის მქონე სიგარეტის არალეგალურ გაყიდვას.

აქ, ოპოზიციის ინფორმაციით, იზორიას ნათესავებსა და ახლობლებს  ბიზნესის კონტროლი ბრალდება. საუბრობენ სამინისტროში ფინანსური დარღვევებზეც. 


დღის ამბები