პარასკევი 18, იანვარი 2019

მზადება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის

06, დეკემბერი 2018 18:08:00

ახალი კონსტიტუცია და პარლამენტის ახალი რეგლამენტი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შედის. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომხრეა, ინაუგურაცია სადა სცენარით და ევროპული ფორმით წარიმართოს.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინაუგურაციის სცენარებზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომლის წევრებიც სცენარების ვერსიებს მას დღეს ან ხვალ გააცნობენ. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მხატვარი თამარ ფოცხიშვილი იქნება. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

519

დღის ამბები