კვირა 16, დეკემბერი 2018

ბათუმში, ჰოსტელში ძარცვის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

06, დეკემბერი 2018 16:20:00

ბათუმში, ჰოსტელში ძარცვის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე განჩინების გასაჩივრებას აპირებს. მათი მტკიცებით, განსასჯელებს ძარცვის მოტივი არ ჰქონდათ და ეს არც ფაქტით დგინდება. მეორე ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის მეზობელმა განაცხადა, ახალგაზრდები ტურისტს ჰოსტელში იმის გამო გაყვნენ, რომ ის სავარაუდოდ მარიხუანის მოწევას აპირებდა.
 

დაკავებულებს გამოძიება ორი მუხლით, სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეღწევისა და სხვისი ნივთის არამართზომიერად დაკავების მუხლით ედავება, რაც მინიმუმ ოთხი წლის პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა  16 იანვრისთვის დაინიშნა.

437

დღის ამბები