კვირა 16, დეკემბერი 2018

პოლიცია ქალისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს იძიებს

06, დეკემბერი 2018 16:00:00

ბათუმში, დილის 6 საათზე, მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქუჩაში ქალი იპოვეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. სტრესში და პანიკაში მყოფი ქალი ყვიროდა, რომ მასზე  იძალადეს.

სამართალდამცველების მისვლამდე, ქალს მოქალაქეები ამშვიდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ  საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მალევე ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, მოგვიანებით სხვა სამართალდამცველები შეერთდნენ და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა ქალს სამედიცინო დახმარების გაწევა აღარ დაჭირდა. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. ქალი სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში სასტუმროს ტიპის სახლში ყავდათ ჩაკეტილი. 

2308

დღის ამბები