შაბათი 15, დეკემბერი 2018

ინიციატივების მხრივ პასიური და აქტიური საკრებულოები აჭარაში

19, ნოემბერი 2018 22:46:00

აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრების აქტივობა შეისწავლა საზოგადოებრივი განვითარების აკადემაიმ. გამოკვეთა ის დეპუტატები, რომლებიც საერთოდ არ ერთვებიან კომისიის მუშაობაში, პასიურობენ კომისიის სხდომებზე, არ ესწრებიან, ან არ გამოირჩევიან ინიციატივებით. არის ისეთი დეპუტატიც რომელიც ყველა შეკრებას ესწრება, თუმცა მას არასდროს გამოუთქვამს მოსაზრება საკითხებთან დაკავშირებით.

ყველაზე პასიური ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღმოჩნდა, ყველაზე აქტიური კი შუახევის. ბათუმის შემთხვევაში, კვლევის ავტორები მიუთითებენ რომ დეპუტატები საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად, დიდ დროს სხვა თემების განხილვასა და კამათზე ხარჯავენ. პასიური და აქტიური დეპუტატები თიკო სუსარეიშვლმა ჩაწერა.

375

დღის ამბები