შაბათი 15, დეკემბერი 2018

''ბაბილონ თაუერი'' მშენებლობის დასრულების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს

19, ნოემბერი 2018 22:38:00

დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობა შუა რუსთაველზე - ამ დრომდე გაჩერებულია „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა, რომელზეც ნებართვა წლების წინ გაიცა და ასევე წლების წინ უნდა დასრულებულიყო. ცალკე დავის საგანია, ჯდება თუ არა მრავალსართულიანი მინის შენობა ბულვართან ახლოს მდებარე ტერიტორიის არარსებულ კონცეფციაში, თუმცა ამასთან ყურადღებამისაქცევია სამართლებრივი საკითხი - სახელმწიფო და კერძო ბიზნესი, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებას და რომელსაც ასე გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა მომავალი წლის ბოლოს ქონება ჩამოართვან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ პროცესი მფლობელებს შორის დავის გამო გაჭიანურდა. საქმე ეხება თურქული კომპანია ''ტამ ჯეოს'' დამფუძნებლებს შორის წარმოშობილ დავას, რომლის მოგვარებასაც სამივე ინსტანციაში სამი წელი დასჭირდა. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კომპანიას ამჟამად 11 მილიონ 490 ათასი დოლარისა და 6 მილიონ 660 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია აქვს დაკისრებული. კომპანია მშენებლობის ნებართვის გაგრძელებას და ვალების ჩამოწერას ითხოვს, რაზეც მას სამინისტროში საბანკო გარანტიები მოსთხოვეს. კომპანიის დირექტორი, სამინიტროსადმი მიწერილ წერილში პირობას დებს, რომ მრავალსართულიანი სასტუმრო კომლექსი 2021 წლის მაისში შევა ექსპლუატაციაში. 

634

დღის ამბები