შაბათი 15, დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგი

19, ნოემბერი 2018 19:31:00

გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სთხოვს  წარუდგინოს დოკუმენტაცია, თუ რა ფინანსური დარღვევების საფუძველზე გარიცხეს პარტიიდან  ომარ მახარაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია გეგმავს,  ცრუ  ბრალდებების გამო  თორნიკე რიჟვაძეს სასამართლოში უჩივლოს.ხულოს ირგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ პარტია აზრთა სხვადასხვაობის გამო, საკუთარი ნებით დატოვა და მას ფინანსებთან  შეხება არ ჰქონია.  გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს  კი ორი დღის წინ შეუერთდა. მთავრობის თავმჯდომარემ  ომარ მახარაძეს „ქურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ მას პარტია ფინანსური დარღვევების გამო დაატოვებინეს.

345

დღის ამბები