შაბათი 15, დეკემბერი 2018

სესხების ჩამოწერაზე გრიგოლ ვაშაძის შეფასება: ''ეს არის სუფთა წყლის ბლეფი''

19, ნოემბერი 2018 15:37:00

"არჩევნების წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში ფულიც მოინახა და სურვილიც" - ასე შეაფასა 600 ათას მოქალაქეზე ვალების ჩამოწერის ინიციატივა გრიგოლ ვაშაძემ.

‘’ეს ინიციატივა არ არის, ეს არის წაგების შიშით მოტივირებული, სასოწარკვეთილების ჟესტი. ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას, ''ქართული ოცნების'' ხელისუფლება კიდევ ცდილობს, რომ რუტინული პროცესი ინიციატივად გაასაღოს.  ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერონ უიმედო სესხებს.  ფული არ არისო რომ იძახდნენ ახლა წაგების სუნი, რომ დატრიალდა ჰაერში ფულიც მოინახა და სურვილიც?- ეს არის სუფთა წყლის ბლეფი, რამენაირად ამ არჩევნებზე გადარჩენის'' - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა.

1106

დღის ამბები