შაბათი 15, დეკემბერი 2018

თუ სოსო გოგაშვილი გარეთ არ გამოვა, მაშინ მე მივალ მასთან სახლში'' - ანზორ მაჩალიკაშვილი

12, ნოემბერი 2018 17:23:00

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირნალ მაჩალიკაშვილი ბიძა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს შეხვდეს.

ანზორ მაჩალიკაშვილმა სოსო გოგაშვილთან შეხვედრის მოთხოვნა, ''ქართული ოცნების'' ოფისთან გაახმოვანა. 

"ერთი წელი გავიდა თემირლანის მკვლელობიდან. არ ვიცი ვინ არის სოსო გოგაშვილი, მაგრამ ჩემთვის ის ქათამია. თუ ახლა ის არ გამოვა გარეთ, მაშინ მე თვითონ მივალ მასთან სახლში"- განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

აქცია მსვლელობა ''მამები სიმართლისთვის“ რუსთაველის გამზირზე დაიწყო და ''ქართული ოცნების'' ოფისთან დასრულდა. აქციის ორგანიზატორები ამ დრომ ადგილზე რჩებიან. ისინი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელებისა და სხვა დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. 

26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მან სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.


დღის ამბები