სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

პატიმრის ოჯახის პროტესტი

09, ნოემბერი 2018 21:11:00

საპროტესტო აქცია იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მოსამართლემ დღეს  მათი შუამდგომლობა  - დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა, არ დააკმაყოფილა.

იმედა აბაშიძის ოჯახის წევრების განცხადებით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობები, სამხარაულის ექსპერტიზისა და ასევე ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის დასკვნები დაკავებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ 40 წლის კაცის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რაც მისი თქმით ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის დასკვნაშიცაა აღნიშნული. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დღეს სხვა დაკავებული პირების ახლობლებიც იმყოფებოდნენ.


დღის ამბები