სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

ირაკლი შავაძე მოსამართლეების კონკურსზე - სამი კითხვა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო

09, ნოემბერი 2018 21:08:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძეს, რომელიც მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობს, ფეისბუქ სტატუსებთან დაკავშირებით მოუხდა დღეს განმარტებების გაკეთება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შავაძეს გასაუბრებაზე ჰკითხეს, იყო თუ არა მისი დაწერილი ის სტატუსები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს და მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს ეხებოდა, გარდა ამისა, შეკითხვები ჰქონდათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილთან მის ურთიერთობასა და კლანური მმართველობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე. იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერას მიიღებს, ის ბათუმში ან ქობულეთში უვადო მოსამართლედ განმწესდება.


დღის ამბები