სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

საპროტესტო აქცია ციხისძირში

09, ნოემბერი 2018 21:11:00

ამჯერად დასრულებული ციხისძირის მონაკვეთი, სადაც მოქალაქეები ახალი გზის მშენებლობის გამო ძველი გზის დაზიანებას უჩივიან.

უფრო კონკრეტულად კი ამბობენ, რომ ავტობანი სპეციალურად შემაღლებულ ფერდობზე გადის, ამ ფერდობის ქვეშ კი ძველი გზა - წვიმის დროს კი მიწა ჩამოდის, ციხისძირის ამ მონაკვეთზე  სანიაღვრე არხები არაა მოწესრიგებული, ასე რომ იტბორება.

ცნობისთვის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია 5 თვის წინაც გამართეს, მაშინ მერია დაჰპირდა სისტემის მოწესრიგებას, თუმცა ფაქტია უშედეგოდ. ახლა ინფრასტრუქტურის სამსახური აპირებს, კაპიტალურ რეკონსტრუქციამდე, რომლის დაწყების თარიღიც უცნობია, იქ დროებითი არხი გაჭრას. 


დღის ამბები