სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება გახშირდა

09, ნოემბერი 2018 21:15:00

55 წლის კაცის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბათუმში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანს“მოქალაქეები დაუკავშირდნენ და რამდენიმე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია - ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე თავად გვიყვება.

პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობენ ფსიქოლოგებიც. აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტებს ისინიც ბევრჯერ წააწყდნენ.

ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაა - საზოგადოების, რომელშიც მშობლები შვილების სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციას მალავენ და ბავშვების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ პოულობენ ირგვლივ ადამიანებს, ვისაც ფაქტების შესახებ მოუყვებიან. ფაქტი არ დაუმალავს 12 წლის გოგონას, რომელსაც ახლა ფსიქოლოგი ეხმარება.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ავტობუსში მოხდა. 55 წლის კაცი დღეს დააკავეს, მას სავარაუდოდ სასამართლოს წინაშე ხვალ წარადგენენ. 


დღის ამბები