სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

სასამართლოს განჩინებით გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დააკავეს - შსს

09, ნოემბერი 2018 15:01:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც უწყებამ მაუწყებელს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა, 55 წლამდე ასაკის კაცი გარყვნილი ქმედებისთვის უკვე დააკავეს, მანამდე კი იგი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

ინფორმაცია მამაკაცის დაკავების შესახებ დილითაც გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით უწყების პრესამსახურში დააზუსტეს, რომ სამართალდამცველები სასამართლოს განჩინებას ელოდებოდნენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

726

დღის ამბები