სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობას ორი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება

09, ნოემბერი 2018 12:10:00

სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობას ორი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ადგილობრივებმა მიზეზი არი იციან  და არც აქვთ ინფორმაცია როდის აღუდგებათ წყალმომარაგება. მოსახლეობა ყვება, რომ ეს პრობლემა სოფელში ხშირად არის და სასმელად წყალს სოფლის წყაროდან ბოთლებით ეზიდებიან. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. აიპი „ქობულეთის სოფლის წყალში“ აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება შუქის გათიშვის გამო ტექნიკურად შეფერხდა. რაც შეეხება ზოგადად წყამომარაგების პრობლემას, ჯემალ გოლიაძე ირწმუნება, რომ სოფელში სისტემა გამართულად მუშაობს, მისივე თქმით დღეს მხოლოდ ერთ ობიექტზე იყო შეფერხება რაც ფილტრის გაწმენდას უკავშირდებოდა.


დღის ამბები