სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

ლარი მცირედით გამყარდა 

09, ნოემბერი 2018 12:10:00

ლარმა გამყარება დაიწყო. დღეს  სავალუტო ჯიხურებში  1 აშშ დოლარის შეძენა 2 ლარად და 71 თეთრადაა შესაძლებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით კი 1 დოლარი 2 ლარი და 75 თეთრი ღირს.

მოსახლეობა ლარის გაუფასურებას უკავშირებს პროდუქტებზე ფასების ზრდას და აღნიშნავენ რომ ეროვნული ვალუტის რამდენიმე თეთრით გამყარება ფასებზე დადებითად ვერ აისახება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის,ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ლართან დაკავშირებული  აჟიოტაჟი გამოწვეულია ოპოზიციის რიტორიკით, მინისტრი ირწმუნება რომ ლარი  ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება.


დღის ამბები