სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი სომხეთში დააკავეს

09, ნოემბერი 2018 11:21:00

სომხეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი დააკავეს. მას 2015 წლიდან საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები ეძებდნენ. კალაშოვს ფულის გათეთრებასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ მიტაცებული ქონების დამალვას ედავებოდნენ. 

სომხური სააგენტო News.am-ის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი ნუბარაშენის რაიონში დააკავეს. მერაბ კალაშოვი მოქალაქეობის არმქონე პირია. ის წარსულში ნასამართლევია.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

425

დღის ამბები