სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ გაიმართება

23, ოქტომბერი 2018 15:14:00

დღეს და ხვალ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ გაიმართება. პროექტი ითვალისწინებს მომდევნო 7 თვის  განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას.

პროექტის პირველ ეტაპზე  მობილური ჯგუფი, გადამზადდებიან ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. მეორე ეტაპზე კი თავად დაიწყებენ რეგიონებში აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრებს მშობლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.პროექტი მეორედ ხორციელდება.ორგანიზატორი ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო იუესადი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია. 


დღის ამბები