სამშაბათი 13, ნოემბერი 2018

ოპოზიცია ქობულეთის მერს წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

23, ოქტომბერი 2018 15:05:00

“ნაციონალური  მოძრაობა”  უწყებათაშორის  კომისიას  მოუწოდებს  დაინტერესდეს ქობულეთის არსებული წინასაარჩევნო გარემოთი. ოპოზიცია ქობულეთში ადმინისტრაციული რესურსის  გამოყენებასა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლაზე საუბრობს.

 განცხადება ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. დეპუტატის ინფორმაციით, გუშინ ქობულეთის მერმა, რომელიც ამავდროულად ქობულეთში “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარეა, სამსახურის უფროსები დაიბარა და სალომე ზურაბიშვილის  დამარცხების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

ბაგრატიონის განცხადებით, მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი 15 წევრიანი სიების  შედგენას  ავალებენ. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ელგუჯა ბაგრატიონი ამ ტიპის განცხადებებით, პარტიულ დავალებებს ასრულებს და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 


დღის ამბები