სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

ხანძრით დაზარალებულები თავს ნათესავებს აფარებენ

20, ოქტომბერი 2018 21:15:00

ისევ ახლობლებს აფარებენ თავს სოფელ ჭახაურში ხანძრის შედეგად დაზარალებულები.მერიის ინფორმაციით დაწყებულია შესაბამისი იურიდიული პროცედურები, რის შემდეგაც დაზარალებულებს  პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ.  შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობა ოჯახებს  5 ათასი ლარით დაეხმარება. ცეცხლი ერთ-ერთი ვერსიით ელექტრო გაყვანილობას გაუჩნდა. 

სულიკო და ნოდარ ართმელაძეების საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე ნაგებობებში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ. მეზობლების ინფორმაციით გარდაცვლილები 72 წლის კაცი და 19 წლის გოგო  სახლში მარტო იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დაღუპული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო. დაიწვა ორი საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და საზამთროდ დასაწყობებული შეშის მარაგი. 

1079

დღის ამბები