შაბათი 15, დეკემბერი 2018

ვის და რატომ დაუპირისპირდა 16 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი?

20, ოქტომბერი 2018 15:30:00

ბათუმის „დინამოს“ 16 წლამდელთა გუნდის, სამეგრელოდან ბათუმში დაბრუნებისას ინციდენტი მოხდა.  „დინამოს“  დირექტორის ინფორმაციით, გუნდის  მწვრთნელსა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გუშინ მოხდა, რამაც მათი გადაადგილება შეაფერხა.

არჩილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა მწვრთნელი და ასევე ტენდერით შერჩეული სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. იგი ბავშვებზე  ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.  არჩილ ბოლქვაძე გუშინვე შეხვდა ბავშვებსა და მშობლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან  დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ შესულა.

1449

დღის ამბები