სამშაბათი 13, ნოემბერი 2018

საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ვერ მიიღო

18, ოქტომბერი 2018 21:10:00

ღია მმართველობა საქართველომ სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი  ამ დრომდე ვერ დაამტკიცა. დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას კონკრეტული მიმართულებით რეფორმები უნდა გაეტარებინა სექტემბერში უნდა მიეღოთ.

პრობლემების მოგვარების გზებზე რომელიც ღია მმართველობას უკავშირდება  ყოველწლიურ სამიტზე მსჯელობენ, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია და წელს მას საქართველომ უმასპინძლა.   აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყანა  საერთაშორისო პლატფორმის თავმჯდომარეა, ორგანიზაცია კი სულ 76 ქვეყანას აერთიანებს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიზანია ხელისუფლება იყოს ღია, დიალოგის მომხრე, მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს და საკუთარი მმართველობა გამჭვირვალე გახადოს. რატომ ვერ დაამტკიცა  სამოქმედო გეგმა მთავრობამ და იმოქმედებს თუ არა ეს ქვეყნის იმიჯზე?

566

დღის ამბები