შაბათი 15, დეკემბერი 2018

ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ტრაილერი გადაბრუნდა – მოძრაობა შეფერხებულია

18, ოქტომბერი 2018 19:57:00

​ბათუმი - ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე საათია საცობია. სავარაუდოდ, საცობი მაგისტრალზე ტრაილერის გადაბრუნებამ გამოიწვია.
მოქალაქეების ინფორმაციით მანქანა, რომელიც ლოდებით იყო დატვირთული, მახინჯაურში გადაბრუნდა.

მძღოლები ამბობენ, რომ თითქმის სამი საათია საცობში არიან. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აზუსტებს არიან თუ არა ავარიის შედეგად დაშავებულები. ამ დრომდე საგზაო დეპარტამენტსა და შსს ჩვენ ზარებს არ პასუხობენ.




[ვიდეო: ირაკლი ჯიჯავაძე]

11330

დღის ამბები