ხუთშაბათი 13, დეკემბერი 2018

ენმ: ''სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის ''ანაგიც" არის''

12, ოქტომბერი 2018 15:18:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის შემომწირველთა შორის სამშენებლო კომპანია „ანაგი“-ც არის. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, გელა დეკანაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატს კომპანია მშენებლობებიდან მიღებული ფულით აფინანსებს, როგორც ამბობს მათ შორისაა ბათუმის სტადიონის მშენებლობიდან მიღებული თანხები.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სტადიონის მშენებლობის თანხა  კომპანია „ანაგი“-ს მოთხოვნის საფუძველზე  რამდენჯერმე გაზარდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდებას  სამინისტროში  კატეგორიულად უარყოფენ, აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კომენტარი ერთხელ უკვე გაკეთდა.

 კომპანია „ანაგის“ დამფუძვნებელი კი ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს. ზაზა გოგოტიშვილის თქმით,  სალომე ზურაბიშვილისთვის არც მას და არც მის კომპანიას თანხა არ გადაურიცხავს. შემომწირველებს შორის დასახელებული კომპანია ვერც „მთავარმა“ მოიძია.