სამშაბათი 23, ოქტომბერი 2018

საქართველოში ევროკავშირის ელჩი საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრას გეგმავს

12, ოქტომბერი 2018 15:00:00

ბათუმში მყოფმა ევროკავშირის ელჩმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი წინასაარჩევნო გარემოზე და საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთა.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი საარჩევნო პროცესს დააკვირდება და პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდება.

" ჩვენი როგორც ევროკავშირის ასევე საელჩოების მიზანია დავაკვირდეთ არჩევნებს, რომ პროცესი შესაბამისად წარიმართოს და ადამიანებმა თავისუფალი სურვილი გამოხატონ. ჩემი როლი არ არის სხვადსხვა კანდიდატის შეფასება. მე კანდიდატებს აუცილებლად შევხვდები'' - თქვა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან. 

ევროკავშირის ელჩმა დღეს მედიის წარმოდგენლების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც ბოლო პერიოდში მთავრობის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეხებოდა. მესამე სექტორი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ დისკრიმინაციაზე საუბრობს. 

ელჩა თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების იდეები ფასეულია და მათი ენთუზიაზმი მოსწონს .

" არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი არის ფუნდამენტი იმისათვის რომ დემოკრატიამ ჯანსაღად იფუნქციონიროს. მათ მუშაობას მაღალი შეფასება აწვს. მომწონს ის ენთუზუაზმი რომლითაც მესამე სექტორი არის. მათი იდეები ძალიან ფასეულია ჩვენთვის და ხელისუფლებისთვის'' - განაცხადა კარლ

კარლ ჰარცელი ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარაში განხორციელებულ პროექტებს ეცნობა. 

531

დღის ამბები