კვირა 16, დეკემბერი 2018

ბრძოლა პრეზიდენტობისთვის სოციალურ ქსელებში

11, ოქტომბერი 2018 21:40:00

სოციალური სივრცე, რომლის გარეშეც ჩვენი ყოველდღიურობა თითქმის წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი ახლა, როცა რამდენიმე დღეში  ქვეყანა რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს.

სოციალური მედია პოლიტიკური სუბიექტებისთვის მარტივი საშუალებაა იმისთვის, რომ ელექტორატს საკუთარი საარჩევნო პროგრამა და დაპირებები გააცნოს, ან  გამოიყენოს ვიდეო მიმართვისთვის და პოლიტიკური გეგმებისთვის.

საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია, რის გამოც პრეზიდენტობის კანდიდატები ცდილობენ  ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით, თანაც  ნაკლები დანახარჯით შეძლონ ამომრჩევლის ნდობის მოპოვება.

რამდენად ახდენს გავლენას ამომრჩეველზე სოციალური მედია და არსებობს თუ არა რისკები რომელმაც შესაძლოა პოლიტიკური პარტიის იმიჯი დააზარალოს და რეიტინგზეც იმოქმედოს? სოციალური მედია და არჩევნები.