ოთხშაბათი 19, დეკემბერი 2018

ერთი წელია ბათუმში სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერებულია - ენმ

11, ოქტომბერი 2018 15:27:00

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წელია ბათუმში სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერებულია. ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა მირდატ ქამადაძე ირწმუნება, რომ კომპანიების უმრავლესობის მოთხოვნებს მერიაში დაუსაბუთებლად უარს ეუბნებიან.

ოპოზიციაში კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნებართვა მხოლოდ იმ რამდენიმე მსხვილმა მშენებელმა მიიღო, რომელიც მთავრობასთანაა დაახლოებული. ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ მერიაში. ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ამბობს,რომ იანვრიდან 4 ათასამდე განაცხადი შევიდა და ყველა მათგანს პასუხი გაეცა, მათ შორის დადებითიც. კონკრეტული მისამართები არ დაუსახელებიათ, თუმცა  “ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, დასრულებული მშენებლობების ექსპლუატციაში შესვლას ხელს უშლის ელექტრომომარაგების პრობლემა --მათი თქმით, მძლავრი გადამცემი ხაზის მშენებლობის დროულად  დასრულებას  მერია  არ ცდილობს.

თვითმმართველობაში საპასუხოდ თქვეს, რომ მერია არ ზღუდავს კომუნიკაციების მშენებლობას და რომ მხოლოდ საკურორტო სეზონზე ორი თვით იყო ისეთი  სამუშაოები შეჩერებული, რაც ქუჩების გადათხრას იწვევს.   


დღის ამბები